Sunday, September 16, 2018
მეორე დღე
16 სექტემბერი 2018 წელი
გავიმეორეთ და განვამტკიცეთ წინა დღის მასალა, გავეცანით პირველი მოდულის მეორე აქტივობას, პროექტზე დაფუძნებულ სწავლას. სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი განვიხილეთ.გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და გავიგე, რომ მაქსიმალურად რასაც ვწერ ყველაფერს პროექტი ამ რუბრიკით ფასდება.სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში შევქმენი ვორდის დოკუმენტი და დავარქვი პუბლიკაცია. ვისწავლე თუ როგორ დავყო სამად ფურცელი და როგორ ვიმუშავო შიგნით რომელიც არის საინფორმაციო ბუკლეტი სადაც მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი იდეები,რომელიც მინდა განვახორციელო, რომელიც მინდა წარვუდგინო მოსწავლეებს, მშობლებს თანამშრომლებს, ადმინისტრაციას. ბუკლეტი გავაფორმე სურათებით, და ინფორმაციით. ვისწავლე სურათების გადმოწერა და ჩასმა ვორდის დოკუმენტში.ასევე ვისწავლე ბლოგის შექმნა, საქაღალდის და ფაილის ატვირთვა დრაივში(იგივე რაც არის მეხსიერების ფლეშკა.)როგორ ჩამოვტვირთო ატვირთული ფაილი და როგორ წავშალო.ასევე ბლოგზე ატვირთვა და ინფორმაციის გამოქვეყნება.
ჩამოთვლილი სიახლეები ვიცოდი,მაგრამ უფრო ადვილი გზებით გავამდიდრე ჩემი ცოდნა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment