Saturday, September 22, 2018

მესამე დღე

22 სექტემბერი 2018 წელი გავიხსენეთ და გავიმეორეთ წინა მასალა. მე-2 მოდულზე ვიმუშავეთ თუ როგორ შევავსოთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.პროექტი დავასათაურეთ, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მოკლე შინაარსი.პროექტის საფუძვლებში ინტეგრირებული საგნების სტანდარტიდან შევიტანეთ მიმართულებები, რომელიც შეესაბამება ჩემს პროექტს.პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგებში 21 საუკუნის მიმართულებებიდან ჩემი პროექტის შესაბამისად ავარჩიე და ჩავწერე.დრაივში ავტვირთე კურსის რესურსებში მიმართულებების მიმცემი საკვანძოს კითხვების მაგალითები, მიმართულების მიმცემი საკვანძოს კითხვები - პრეზენტაცია, მიმართულებების მიმცემი საკვანძოს კითხვები პროექტებისთვის , რომელიც შემიძლია მოვარგო ჩემს პროექტს.ასევე აღნიშნულ პაპკაში ავტვირთე განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, რომლითაც ვამოწმებ თუ როგორ ეფექტურად მაქვს დაგეგმილი ჩემი პროექტი.

No comments:

Post a Comment