Sunday, September 16, 2018

პირველი დღე

ტრენინგი -ეკატერინე კილავა. 15 სექტემბერი 2018 წელი გავეცანი პროექტების სწავლების მოდულებში და აქტივობებში მუშაობას. მივხვდი და გავერკვიე თუ როგორ ადვილად და მოსახერხებლად ვიმუშავო ,,შინაარსში“ მოცემულ რვავე მოდულში, რომელსაც აქვს თავისი აქტივობები. დამატებითი რესურსებიდან გავეცანი თითოეულ გამოყენებულ ფაილებს. გავეცანი მოდულ 8-ში სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, თუ როგორ დავსვა მთავარი კითხვა და როგორ ეფექტურად გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და სწავლის შეფასების მიზნით. შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები და საქაღალდეებში ვისწავლე როგორ ჩამოვტვირთო და ადვილად შევინახო ფაილები. პროექტის შაბლონი გადმოვწერე და შევინახე- სასწავლო პროექტის გეგმის პაპკაში .,გავეცანი მის შინაარს, რისთვის მჭირდება.. ასევე გადმოვწერე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,პორტფოლიოს ჩეკლისტი , გავიგე სახელწოდების მნიშვნელობა. პროექტის სხადასხვა ნიმუშები წავიკითხეთ თითოეულმა ჯგუფმა ცალ-ცალკე და მეტად საინტერესო აღმოჩდა თითოეული. ჩემთვის ყველაფერი იყო ახალი მეგონა ვიცოდი პროექტის წერა მაგრამ დღევანდელმა ტრენინგმა უფრო ღრმად გამარკვია.ვიცოდი კომპიუტერზე მუშაობა თუ როგორ გადმოვწერო და შევინახო ფაილები, მაგრამ უფრო მარტივი ხერხები ვისწავლე. კითხვები: 1. თუ მე პროექტი განვახორციელე მოსწავლეებში გარდა აქ შესრულებული დავალებისა მომეცემა თუარა კრედიტი დამატებით და რამდენი? 2. პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა“ მინდა განვახორციელო მე-10 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასთან და მუსიკასთან, რადგან მუსიკა არ ისწავლება მე-10 კლასში შიძლება თუარა მისი ჩართვა?

No comments:

Post a Comment