Saturday, October 13, 2018
მეცხრე დღე
2018 წლის 13 ოქტომბერი. ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის, დრაივიდან ჩემი საქაღალდის გმოქვეყნება. ასევე ვისწავლე როგორ წავშალო უკვე გამოქვეყნებული მასალა.რაც გავაკეთეთ მთელი ცხრა დღის განმავლობაში საბოლოო პროდუქტი წარმოვადგინე და გავაკეთე პრეზენტაცია. სათითაოდ იქნა ტრენერის მიერ განხილული საქაღალდეებში მოთავსებული დოკუმენტაცია. შენიშვები ჩავინიშნე. ჩემი და ტრენერის დაუღალავი შრომის შედეგად მივიღე საბოლოო პროდუქტი.
Sunday, October 7, 2018
მერვე დღე
დღეს დავამატეთ ჩვენს ბლოგს კიდევ სასარგებლო ბმულებში ახალი ლინკები. ასევე შევქმენით ხარაჩო რომ მოსწავლეს გავუადვილოთ შრომა და მის მიხვედით შექმნას პრეზენტაცია, რომელიც მოვათავსე ჩემი სახელის საქაღალდე სასწავლო პროექტის დამხმარეში. ასევე სასწავლო გეგმაში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ ინფორმაცია. გავეცანით ახალ პროექტებს შეფასების ფორმებს. მოსწავლის ნიმუშებს. და კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბეთ თუ რა დოკუმენტაცია უნდა მქონდეს ყველა საქაღალდეში.
Saturday, October 6, 2018
მეშვიდე დღე
დღეს 6 ოქტომბერს ვიმუშავეთ მე-5 მოდულის მეორე აქტივობა ნაბიჯი 2-ზე.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების დაგეგმვაზე. როგორ გამოვითვალოთ ქულა და რამდენ ქულიანი გამოვიდა ჩვენი პროექტი. დავალებად მოგვეცა გეგმის შევსება შეფასების რუბრიკების შევსება და მოსწავლის ნამუშევარში პრეზენტაციის გაკეთება ჩვენი დაგეგმილი ერთ- ერთი აქტივობა უნდა გავაკეთოთ პრეზენტაციის სახით
Sunday, September 30, 2018
მეექვსე დღე
30 სექტემბერი 2018 წელი
გავიმეორეთ რაც ვისწავლეთ წინა დღეებში.დავალებები გვქონდა პრეზენტაცია მოსატანი ჩვენი პროექტის შესახებ და ვიმუშავეთ ორ - ორად. ძალიან საინტერესო იყო მეწყვილესთან მოხვედრის პროცესი. დაგვირიგდა პატარა ფურცლები სადაც ეწერა რიცხვები ან მაგალითი 5+2 და ვთქვათ უდრის 7 ვისაც შეხვდა მარტო 7 მისი მეწყვილე გავხდი სახალისო იქო ესეთი აქტივობა. გავაცანით ერთმანერთს ჩვენი პროექტის შინაარსი. თუ რამე გვქონდა რჩევა ვისწავლეთ ეს რჩევა როგორ შეგვეტანა კომენტარის სახით მის ნაშრომზე.არ ვიცოდი და მეტად საინტერესო იყო, რომელსაც გამოვიყენებ მოსწავლეებთან.
გავიმეორეთ რაც ვისწავლეთ წინა დღეებში.დავალებები გვქონდა პრეზენტაცია მოსატანი ჩვენი პროექტის შესახებ და ვიმუშავეთ ორ - ორად. ძალიან საინტერესო იყო მეწყვილესთან მოხვედრის პროცესი. დაგვირიგდა პატარა ფურცლები სადაც ეწერა რიცხვები ან მაგალითი 5+2 და ვთქვათ უდრის 7 ვისაც შეხვდა მარტო 7 მისი მეწყვილე გავხდი სახალისო იქო ესეთი აქტივობა. გავაცანით ერთმანერთს ჩვენი პროექტის შინაარსი. თუ რამე გვქონდა რჩევა ვისწავლეთ ეს რჩევა როგორ შეგვეტანა კომენტარის სახით მის ნაშრომზე.არ ვიცოდი და მეტად საინტერესო იყო, რომელსაც გამოვიყენებ მოსწავლეებთან.
Saturday, September 29, 2018
მეხუთე დღე
29 სექტემბერი 2018 წელი
ვიმუშავეთ ბლოგზე, როგორ შევქმნათ გვერდები, როგორ მოვახდინოთ შექმნილ გვერდებში სათაურის ჩაწერა გადიდება და მისი დალინკვა, როგორ ჩავსვათ ბლოგზე სურათები და როგორ შემიძლია სურათების დაპატარავება გადიდება და ცენტრში მოთავსება შემდეგ მისი გამოქვეყნება. ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა თემის არჩევა, გამოქვეყნებული პსტების ნაწერის ფორმატის შემცირება და დაპატარავება. თუ ჩექმნილი გვერდები არ ჩანს ბლოგზე როგორ გამოვაჩინო მთავარ გვერდზე.
ბოლოს გადმოგვევგზავნა შესასრულებლად დავალება ელექტრონულ ფოსტაზე.
ვიმუშავეთ ბლოგზე, როგორ შევქმნათ გვერდები, როგორ მოვახდინოთ შექმნილ გვერდებში სათაურის ჩაწერა გადიდება და მისი დალინკვა, როგორ ჩავსვათ ბლოგზე სურათები და როგორ შემიძლია სურათების დაპატარავება გადიდება და ცენტრში მოთავსება შემდეგ მისი გამოქვეყნება. ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა თემის არჩევა, გამოქვეყნებული პსტების ნაწერის ფორმატის შემცირება და დაპატარავება. თუ ჩექმნილი გვერდები არ ჩანს ბლოგზე როგორ გამოვაჩინო მთავარ გვერდზე.
ბოლოს გადმოგვევგზავნა შესასრულებლად დავალება ელექტრონულ ფოსტაზე.
Sunday, September 23, 2018
მეოთხე დღე
23 სექტემბერი 2018 წელი
დღეს როგორც ყოველთვის გავიმეორეთ და გავიხსენეთ რაც ვისწავლეთ წინა დღეს. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დავწერეთ, რომელიც მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს: ამით ვახდენთ მოსწავლეების დაინტერესებას თემის მიმართ და გავდივართ შედეგზე. ასევე უკვე შექმნილ საქაღალდეში სახელწოდებით შეფასებაში, რომელიც ატვირთული მაქვს დრაივში შევქმენი word-ის დოკუმენტი და დავარქვი მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასება. ფურცელი დავყავი სამ ნაწილად და ჩავწერე სათაურებად: 1.რა ვიცი 2.რა მინდა ვიცოდე 3.რა ვისწავლე. ასევე ჩამოვწერე რა აქტივობებს დავგეგმავ.
არც ისე ადვილი ყოფილა ამ საკითხზე მუშაობა
Saturday, September 22, 2018
მესამე დღე
22 სექტემბერი 2018 წელი
გავიხსენეთ და გავიმეორეთ წინა მასალა. მე-2 მოდულზე ვიმუშავეთ თუ როგორ შევავსოთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.პროექტი დავასათაურეთ, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მოკლე შინაარსი.პროექტის საფუძვლებში ინტეგრირებული საგნების სტანდარტიდან შევიტანეთ მიმართულებები, რომელიც შეესაბამება ჩემს პროექტს.პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგებში 21 საუკუნის მიმართულებებიდან ჩემი პროექტის შესაბამისად ავარჩიე და ჩავწერე.დრაივში ავტვირთე კურსის რესურსებში მიმართულებების მიმცემი საკვანძოს კითხვების მაგალითები, მიმართულების მიმცემი საკვანძოს კითხვები - პრეზენტაცია, მიმართულებების მიმცემი საკვანძოს კითხვები პროექტებისთვის , რომელიც შემიძლია მოვარგო ჩემს პროექტს.ასევე აღნიშნულ პაპკაში ავტვირთე განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, რომლითაც ვამოწმებ თუ როგორ ეფექტურად მაქვს დაგეგმილი ჩემი პროექტი.
Sunday, September 16, 2018
მეორე დღე
16 სექტემბერი 2018 წელი
გავიმეორეთ და განვამტკიცეთ წინა დღის მასალა, გავეცანით პირველი მოდულის მეორე აქტივობას, პროექტზე დაფუძნებულ სწავლას. სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი განვიხილეთ.გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და გავიგე, რომ მაქსიმალურად რასაც ვწერ ყველაფერს პროექტი ამ რუბრიკით ფასდება.სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში შევქმენი ვორდის დოკუმენტი და დავარქვი პუბლიკაცია. ვისწავლე თუ როგორ დავყო სამად ფურცელი და როგორ ვიმუშავო შიგნით რომელიც არის საინფორმაციო ბუკლეტი სადაც მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი იდეები,რომელიც მინდა განვახორციელო, რომელიც მინდა წარვუდგინო მოსწავლეებს, მშობლებს თანამშრომლებს, ადმინისტრაციას. ბუკლეტი გავაფორმე სურათებით, და ინფორმაციით. ვისწავლე სურათების გადმოწერა და ჩასმა ვორდის დოკუმენტში.ასევე ვისწავლე ბლოგის შექმნა, საქაღალდის და ფაილის ატვირთვა დრაივში(იგივე რაც არის მეხსიერების ფლეშკა.)როგორ ჩამოვტვირთო ატვირთული ფაილი და როგორ წავშალო.ასევე ბლოგზე ატვირთვა და ინფორმაციის გამოქვეყნება.
ჩამოთვლილი სიახლეები ვიცოდი,მაგრამ უფრო ადვილი გზებით გავამდიდრე ჩემი ცოდნა.
პირველი დღე
ტრენინგი -ეკატერინე კილავა.
15 სექტემბერი 2018 წელი
გავეცანი პროექტების სწავლების მოდულებში და აქტივობებში მუშაობას. მივხვდი და გავერკვიე თუ როგორ ადვილად და მოსახერხებლად ვიმუშავო ,,შინაარსში“ მოცემულ რვავე მოდულში, რომელსაც აქვს თავისი აქტივობები.
დამატებითი რესურსებიდან გავეცანი თითოეულ გამოყენებულ ფაილებს.
გავეცანი მოდულ 8-ში სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, თუ როგორ დავსვა მთავარი კითხვა და როგორ ეფექტურად გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და სწავლის შეფასების მიზნით.
შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები და საქაღალდეებში ვისწავლე როგორ ჩამოვტვირთო და ადვილად შევინახო ფაილები. პროექტის შაბლონი გადმოვწერე და შევინახე- სასწავლო პროექტის გეგმის პაპკაში .,გავეცანი მის შინაარს, რისთვის მჭირდება.. ასევე გადმოვწერე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,პორტფოლიოს ჩეკლისტი , გავიგე სახელწოდების მნიშვნელობა.
პროექტის სხადასხვა ნიმუშები წავიკითხეთ თითოეულმა ჯგუფმა ცალ-ცალკე და მეტად საინტერესო აღმოჩდა თითოეული.
ჩემთვის ყველაფერი იყო ახალი მეგონა ვიცოდი პროექტის წერა მაგრამ დღევანდელმა ტრენინგმა უფრო ღრმად გამარკვია.ვიცოდი კომპიუტერზე მუშაობა თუ როგორ გადმოვწერო და შევინახო ფაილები, მაგრამ უფრო მარტივი ხერხები ვისწავლე.
კითხვები:
1. თუ მე პროექტი განვახორციელე მოსწავლეებში გარდა აქ შესრულებული დავალებისა მომეცემა თუარა კრედიტი დამატებით და რამდენი?
2. პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა“ მინდა განვახორციელო მე-10 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასთან და მუსიკასთან, რადგან მუსიკა არ ისწავლება მე-10 კლასში შიძლება თუარა მისი ჩართვა?
Subscribe to:
Posts (Atom)