Wednesday, November 13, 2019

სამოქალაქო განათლების წრე

  07 ოქტომბრიდან სსიპ ქალაქ რუსთავის N 14 საჯარო სკოლაში იხსნება სამოქალაქო განათლების წრეები IX და X კლასების მოსწავლეთათვის. წრეები იფუნქციონირებენ კვირში ერთხელ შემდეგი გრაფიკით: IX კლასელთათვის ,,დემოკრატიის სახელოსნო’’ და ,,მე და დემოკრატია’’ - ორშაბათს და ოთხშაბათს 14.30 სთ, ხოლო X კლასელთათვის ,,დემოკრატიული საზოგადოებისთვის’’ და ,,დემოკრატია- ჩვენი არჩევანი’’- სამშაბათს და ხუთშაბათს 14.30 სთ.
• მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალურად , წყვილებში და ჯგუფებში
• მოსწავლეები გააკეთებენ განხილული თემების ირგვლივ პრეზენტაციებს
წრეების მიზანი:
წრეების მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ რა არის დემოკრატია,რატომ ირჩევენ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები საზოგადოების დემოკრატიულ მოწყობას, რა უპირატესობები აქვს მას მმართველობის არადემოკრატიულ ფორმებთან შედარებით. აღნიშნული საკითხების გაცნობა მოსწავლეებს დაეხმარება კარგად გაიაზრონ დემოკრატიული მმართველობის ფორმის უპირატესობა ტოტალიტარიზმთან შედარებით. წრეების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სკოლის ცხოვრებაში. ისინი დაეხმარებიან მოსწავლეებს გაიაზრონ, თუ რამდენად ადვილია დემოკრატიული მმართველობის დროს დაიცვან თავისი და სხვისი უფლებები, რამდენად აქტუალურია დემოკრატიული ფასეულობები.
საწრეო მუშაობა ჩატარდება სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ძალა ერთობაშია“ -ს ოთახში.
შეხვედრის ხანგრძლივობა 60 წთ.
სამოქალაქო განათლების წრის მუშაობაში გამოსაყენებელი რესურსები : სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, კალამი, პროექტორი, ლეპტოპი.
გაწევრიანების მსურველებმა მიაკითხეთ სამოქალაქო განათლების პედაგოგს და შეავსეთ განაცხადი.ვ